Paradox Development Studio

Paradox Development Studio — ვიდეო თამაშების ვიდეო თამაშების დეველოპერი შვედური კომპანია, რომელიც დაარსდა 1995 წელს. ის არის Paradox Interactive-ის შვილობილი კომპანია და ყველაზე მეტად ცნობილია გრანდ სტრატეგიის ჟანრის ფრენჩაიზების, „Europa Universalis“, „Hearts of Iron“, „Crusader Kings“, „Victoria“-სა და „Stellaris“-ის შექმნით. 1999 წელს კომპანია გაიყო ორად: ერთი როგორც Paradox Interactive, რომელიც ორიენტირებული იყო PC-ის თამაშების შექმნაზე, ხოლო მეორე, როგორც Paradox Entertainment — დაკავებული იყო სამაგიდო და როლური თამაშების შექმნით. 2012 წელს იგი კვლავ ორად გაიყო და და მისგან ჩამოყალიბდა ორი კომპანია: Paradox Interactive და Paradox Development Studio. Paradox Interactive გახდა ვიდეო თამაშების გამომცემელი, ხოლო Paradox Development — შემმუშავებელი. 2007 წელს Paradox Development-მა შექმნა საკუთარი თამაშის ძრავა „Clausewitz Engine“ (სახელი დაერქვა პრუსიელი გენერლის, კარლ კლაუზევიცის პატივსაცემად).


Developed by StudentB